საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ქეიფთაუნში „სიტი პარკის” სტადიონზე ფიჯი 29:23 დაამარცხა. ეს სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის გახსნითი მატჩი იყო.
ვიტო კოლელიშვილის ნაკრები პირველ ტაიმში 12:20 ჩამორჩა, თუმცა მეორე ნახევარში სასტიკი კონტრმოტევის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. ლელო დათა არობელიძემ, გიორგი ზაზაძემ, ლევან ეზიეშვილმა და გაბრიელ რაზმაძემ ჩაწვეს, ხოლო ნახევარდამცველმა თემურ ძოძუაშვილმა სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო ყოველ ჯერზე ზუსტად შეასრულა.
ახლა „უმცრო ბორჯღალოსნები” 26 მაისს ჩილეს, ხოლო 30 მაისს — მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.