← მთავარი
საზოგადოება

„შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა“ - ნათია თურნავა ჩინეთში

13 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა“ - ნათია თურნავა ჩინეთში

ეროვნული ბანკის ცნობით, ICBC-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე „ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე“.შეხვედრები გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უდიდეს ქალაქ შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ იყო ორგანიზებული.სიმპოზიუმის ეხებოდა „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირებას: მიმდინარე პროცესებს ფინანსურ ბაზრებს, საინვესტიციო სტრატეგიებსა და საერთაშორისო სავალუტო სისტემას“.

ასევე ნახეთ

საქართველო-ჩინეთი „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ გადავიდნენ

„რეზერვების დივერსიფიკაცია“ნათია თურნავამ, სებ-ის პრესცენტრის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა“ და „შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა“.„ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის სამი ძირითადი პრინციპი არსებობს - უსაფრთხოება, ლიკვიდობა და მომგებიანობა. ბოლო წლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, მრავალი ცენტრალური ბანკი ცდილობს გააძლიეროს პორტფელების მდგრადობა და გაზარდოს დივერსიფიკაცია როგორც ვალუტების, ისე აქტივების კლასების მიხედვით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ასევე ნახეთ

საქართველომ ჩინეთის მოკავშირე კამბოჯასთან დედოლარიზაციაზე მემორანდუმი გააფორმა - რას ნიშნავს ეს?

მან ასევე აღნიშნა, რომ „ოქროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობაზე“.„საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების განთავსებისთვის ბაზრების გეოგრაფიულ და სავალუტო დივერსიფიკაციას ახორციელებს და ამ კონტექსტში, ტრადიციული ბაზრების პარალელურად, აზიური ბაზრები და ვალუტები მზარდ ინტერესს წარმოადგენს“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

კობახიძემ ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითად დაასახელა

„რეზერვების 5% - იუანში“სებ-ის ცნობით, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 531.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მლრდ დოლარი შეადგინა;2026 წლის მაისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.9%-ს (1043.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.რეზერვების ძირითადი ნაწილი დოლარსა და ევროშია განთავსებული;რეზერვების შესახებ განახლებული მონაცემები სრულად 2026 წლის 7 ივლისს გამოქვეყნდება;ეროვნული ბანკი 2026 წლის თებერვალსა და მარტში აცხადებდა, რომ „ჩინური იუანის ინსტრუმენტებში რეზერვების დაახლოებით 5%-მდე ინვესტირება იგეგმება“, - დივერსიფიკაციის მიზნით.

ასევე ნახეთ

კობახიძე 5 მინისტრთან და სების პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრა შანხაიში, სადაც მათ პრემიერი მასპინძლობს

შეხვედრებინათია თურნავა შეხვდა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და „ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის“ (ICBC) პრეზიდენტებს, პან გონშენგსა და ლინ ლიაოს.კოლეგასთან, პან გონშენგთან საუბრისას, სებ-ის ცნობით, „მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები“.„აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი“, - წერია პრესრელიზში.

ასევე ნახეთ

თურნავა ჩინეთის ელჩს შეხვდა და „ოპერაციების დივერსიფიკაციაზე“ ესაუბრა

„ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“, - აცხადებს სებ-ი.და „განსაკუთრებით აღსანიშნავს“ უწოდებს „საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით“ გადადგმულ ნაბიჯებს.აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ საფინანსო სექტორში“, - თქვა თურნავამ მასთან შეხვედრისას.

ასევე ნახეთ

კობახიძე: ჩინეთი ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში

ICBC-ის პრეზიდენტ ლინ ლიაოსთან შეხვედრისას მხარეებმა „განიხილეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები“.„ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე“, - წერს ეროვნული ბანკი.„აღსანიშნავია, რომ ICBC-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს სუვერენული ევრობონდის გამოშვების, აგრეთვე სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციისა და რეგულარულ აუქციონებში მონაწილეობის კუთხითაც“, - ვკითხულობთ სებ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

← მთავარი