თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს00:04/26-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა. პარგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ 0:0 ითამაშეს. “კენგურუებმა” მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
სანტა კლარა. „ლივაის სთედიუმი“
პარაგვაი - ავსტრალია 0:0
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში უმოტივაციოდ მყოფმა თურქეთმა ასევე უმოტივაციოდ მყოფი აშშ 3:2 დაამარცხა. თურქეთის ნაკრებმა მუნდიალზე გოლის გატანა 24 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. მე-3 წუთზე ანგარიში თრასთიმ დააწინაურა მე-10 წუთზე გიულერმა ანგარიში გაათანაბრა. 31-ე წუთზე კი ილმაზმა თურქები წინ გაიყვანა. 49-ე წუთზე ბერჰალტერმა გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აიჰანმა თურქეთის ნაკრებს მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოუტანა.
აშშ-მ ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში კოტ დ’ივუარს დაუპირისპირდება.
ინგლვუდი. „სოუ ფაი“ თურქეთი - აშშ 3:2 გოლები: 0:1 თრასთი (3), 1:1 გიულერი (10), 2:1 ილმაზი (31), 2:2 ბერჰალტერი (49), 3:2 აიჰანი (90+8)თეგები:ავსტრალიის ნაკრებითურქეთის ნაკრებიპარაგვაის ნაკრებიაშშ-ს ნაკრები(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ