[VIDEO] გაძევება პირზე ხელის აფარების გამო - თურქეთი 10-კაციან პარაგვაისთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში თურქეთი პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგა.
მეორე წუთზე გალარზამ ულამაზესი გოლით პარაგვაის ნაკრები დააწინაურა. ტაიმის ბოლოს პარაგვაელთა ნახევარმცველი ალმირონი ახალი წესების თანახმად გააძევეს. მიგელმა მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პირზე აფარებული ხელით მიმართა, რაც წითელ ბარათს ექვემდებარება.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული იყო, თურქეთის ნაკრები მაინც მძიმედ გამოიყურებოდა. 96-ე წუთზე დემირალს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი თავური კარის ჩარჩოს ასცდა.
D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა. მეორე ადგილისთვის პარაგვაი და ავსტრალია იბრძოლებენ.
26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში აშშ თურქეთს, პარაგვაი კი ავსტრალიას შეხვდება.
სანტა კლარა. „ლივაის სთედიუმი“ თურქეთი - პარაგვაი 0:1 გოლები: 0:1 გალარზა (2)თეგები:თურქეთის ნაკრებიპარაგვაის ნაკრები(7) / (0)