ბათუმის „დინამო” ბულგარეთის ნაკრების მარჯვენა მცველს ხელს გამოართმევს
ბათუმის „დინამო” სეზონის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის გამოცხადებას ივნისში გეგმავს. Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კლუბმა 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა სოფიის ცსკა-ს კაპიტანთან, ბულგარეთის ნაკრების 26 წლის მარჯვენა მცველ ივან ტურიცოვთან. სამედიცინო შემოწმება ფუტბოლისტმა უკვე გაიარა.
„ტურიცოვი ცსკა-ში ტრავმებს რამდენჯერმე შეეჩეხა, მაგრამ ყოველ ჯერ ბრუნდებოდა. მისი კონტრაქტი ამჟამად სრულდება და გაახანგრძლივება არ გეგმავს. ივანი თავისუფალი ტრანსფერით ქართულ კლუბს, ბათუმის „დინამოს” შეუერთდება”, — წერს ბულგარული გამოცემა Gong.bg.
ტურიცოვი ბულგარეთის ნაკრებში 22-ჯერ გამოვიდა, მათ შორის 2022 წელს ორ მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ — ერთი საგოლე პასი შეასრულა. სოფიის ცსკა-ს ფერები კი 222 მატჩში ატარა (7 გოლი, 13 საგოლე პასი). 2016 წლიდან კლუბის აკადემიასა და ლიტექსში ჩამოყალიბდა, 2019 წლიდან ძირითადი შემადგენლობის ნაწილი გახდა და კაპიტნობამდეც მივიდა.
ბათუმის „დინამო” სატრანსფერო შეზღუდვების მოხსნისთანავე, ივნისში, ტრანსფერს გააოფიციალებს.