სპორტი
"ასეთ ადამიანს ფეხბურთზე როგორ ველაპარაკო?" - თურანი მესისა და რონალდოს შედარებაზე
“შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა არდა თურანმა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შედარებაზე ისაუბრა.
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის თქმით, რონალდო მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა მესი სხვა პლანეტიდანაა.
“რომ გავიგო ამ ფეხბურთელების შედარებისას, ვინმემ უპირატესობა რონალდოს მიანიჭა, ასეთ ადამიანს ფეხბურთზე აღარასდროს დაველაპარაკები. რა თქმა უნდა, რონალდო პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მესი სხვა პლანეტიდანაა”, - განაცხადა თურანმა.