"მოვა ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე - ბევრგან სანიაღვრე სისტემები გადაიკეტა" - რა პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს
“რა დავივიწყეთ ახლა შევახსენებ თბილისის მცხოვრებლებს, ძალიან ბევრ ქუჩაზე იყო ნასვრეტებიანი თუჯის სანიაღვრე ჭები, ფილებით გაკეთებული, არცერთ რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასეთი ნაგებობები აღარ დარჩა“, - ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში სანიაღვრე სისტემები ბევრ ადგილას გადაკეტილია, რადგან კორპუსები და შენობები ჩადგეს.
“პრობლემა ის არის, რომ ქალაქის ქუჩები არ უნდა იტბორებოდეს, იმიტომ არის საინჟინრო გადაწყვეტები და როცა ვამბობთ, რომ კლიმატი იცვლება, ესე იგი ჩვენ უნდა ველოდოთ…
რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, ისეთი რაოდენობის ნალექი, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს. ჩვენ თვითონ ვნახეთ რა გამოიწვია ამ კატასტროფამ.
დღეს არანაკლებ პრობლემურია. შეიძლება იმ სიმძლავრის არ ყოფილა, როგორც ვაკეში იყო მაშინ, მაგრამ არანაკლებ დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა ერთბაშად…
“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილების პატრონები, რომ თუ წყალი დგას ქუჩაზე…” - რას ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი თბილისში ქუჩების დატბორვის პრობლემაზე
დაიძვრება თუ არა მყინვარები ძლიერი სიცხის ფონზე: რა ელოდება საქართველოს, როცა მსოფლიო კლიმატურ პრობლემებს ებრძვის - “ჩვენთან შეიძლება, “ელ-ნინიოს” მეორადმა ეფექტებმა მოაღწიოს”