საზოგადოება
"ხალხო, რაღა დროს წურბლებია... ერთ კვირაში 2 პაციენტი შემოვიდა, რომელსაც წურბლების მიერ დაზიანებულ კანში შეეჭრა ინფექცია" - ინფექციონისტი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბლებს კანზე, რაღა დროს წურბლებია… ან საერთოდ რატომ არის დაშვებული მათი გაყიდვა, გაუგებარია.ერთ კვირაში კანის ინფექციის მქონე ორი პაციენტი შემოვიდა, რომელსაც წურბლების მიერ დაზიანებულ კანში შეეჭრა ინფექცია.
ადამიანს, მით უმეტეს ახალგაზრდას, “ წნევის დასაწევად” და “სისხლის გასაწმენდად” რატომ უნდა მოუვიდეს თავში წურბელას დასმა, ვერ ვიგებ”, - წერს ის.