სპორტი
წიტაიშვილი „მეცს” ტოვებს — ფრანგული მედია ქართველი ფეხბურთელების სამომავლო გეგმებზე”
ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’Équipe-ი ლიგა 1-დან გადაქვეითებული „მეც”-ის სამომავლო გეგმებზე წერს: ქართველ ფეხბურთელებიდან გუნდი მხოლოდ ერთ ათობნელს დაკარგავს.
„გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში გუნდიდან წავლენ ფადე ბალო-ტურე და გიორგი წიტაიშვილი. ქართველ ფეხბურთელს კლუბში იჯარის ვადა სრულდება. გამოარჩევს მაღალტექნიკური არსენალი — ზაფხულში ბევრი მსურველი ეყოლება”, — წერს გამოცემა.
ამავდროულად, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია „მეცში” დარჩებიან. „არის შანსი, რომ ისინი „მეცში” დარჩნენ — და, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება”, — ადასტურებს L’Équipe.
ამ სეზონში წიტაიშვილი „მეცის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ახლა, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, ის სხვადასხვა ლიგის კლუბებიდან შემოთავაზებებს მიიღებს.