სომეხი მილიარდერი ცარუკიანი ნოეს კიდობნის მემორიალს ააშენებს — ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების შემდეგ
სომხური ოპოზიციური ფიგურა, ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი, გეგმავს ნოეს კიდობნის მასშტაბური მემორიალის მშენებლობას, OC Media წერს. ეს მოჰყვება ამბავს, რომ ცარუკიანმა ტავუშის რეგიონში 33-მეტრიანი — მსოფლიოში ყველაზე მაღალი — იესო ქრისტეს ქანდაკების დამონტაჟება 2025 წლის ნოემბერში დაიწყო.
ბიზნესმენი ამბობს, ამ ობიექტებმა სომხეთში მილიონობით ტურისტი უნდა მიიზიდოს. ადრე, საარჩევნო კამპანიაში, „ნოეს კიდობანი” ცარუკიანმა სომხეთის „ხსნისა და აღორძინებისკენ” მიმავალ „პოლიტიკურ და სამოქალაქო” სიმბოლოდ წარმოადგინა.
ოთხშაბათს ტავუშის რეგიონში გამართულ გამოსვლაზე ცარუკიანმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა. OC Media-ს ცნობით, მან ასევე ყალბი ინფორმაცია გაავრცელა — თითქოს ფაშინიანი ქვეყანაში 300 000 აზერბაიჯანელის შეშვებას გეგმავდა.
„აყვავებული სომხეთის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ცარუკიანმა განაცხადა, რომ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი — რომლებმაც სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2025 წელს დაამყარეს — ქვეყნის უსაფრთხოების გარანტების შემსრულებლები შეიძლება გახდნენ. კონკრეტული გეგმა წარმოდგენილი არ ყოფილა.