ერიკ ტრამპი Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური რენდერი გამოაქვეყნა
The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი X-ზე Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური რენდერი გამოაქვეყნა. გეგმის მიხედვით, დაახლოებით 70-სართულიანი ცათამბჯენი საქართველოს ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.

„მოხარული ვარ, ტრამპ თაუერ თბილისის ოფიციალური რენდერი გაგიზიაროთ. საუკეთესო ადგილმდებარეობით, თბილისის გულში, ეს ცათამბჯენი მალევე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და ძალიან გვიხარია მისი განხორციელება!” — განაცხადა ერიკ ტრამპმა.
პროექტს The Trump Organization-თან ერთად ახორციელებს კომპანიების გაერთიანება — Biograpi Living, Archi, The Sapir Organization, Blox და Finvest Georgia. შენობის დიზაინი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს არქიტექტურულ ფირმა Gensler-მა შეიმუშავა.