ერიკ ტრამპი Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალური რენდერს აქვეყნებს — 70-სართულიანი ცათამბჯენი საქართველოს უმაღლეს შენობად იქნება
Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა X-ზე გამოაქვეყნა Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალური ვიზუალური რენდერი.
„მოხარული ვარ, გაგიზიაროთ ტრამპ თაუერ თბილისის ოფიციალური ვიზუალური რენდერი. პრემიუმ ადგილას, თბილისის გულში მდებარე ეს ცათამბჯენი სწრაფად გადაიქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ მას რეალობად ვაქცევთ,” — წერს ერიკ ტრამპი.
The Trump Organization-ის ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, 70-სართულიანი პრემიუმ კლასის ცათამბჯენი ცენტრალურ პარკთან — ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან — ახლოს უნდა აშენდეს. ის საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
პროექტი მსოფლიოს უდიდეს საარქიტექტურო ფირმას, Gensler-ს, დაეკისრება. ეს იქნება მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სივრცეს გააერთიანებს.