"ეს ადვილი არ იყო" - დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშკიანმა ხელი მოაწერეს ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმებას - რას ითვალისწინებს "ვერსალის მემორანდუმი"?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში მოაწერა ხელი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. “ეს ადვილი არ იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვერსალის მემორანდუმზე ხელმოწერისას.
ტრამპმა დოკუმენტს ხელი მოაწერა ვერსალის სასახლეში გამართული ვახშმის წინ ცოტა ხნით ადრე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.
ხელმოწერილი შეთანხმების ფოტო აშშ-მა ირანს გაუგზავნა. მემორანდუმს ხელი ირანის მხრიდან პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მოაწერა. თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ირანიც ვერ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა. ღალიბაფმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმის ასლს, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის განახლებას. 14-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რაც თეირანს საშუალებას მისცემს გაზარდოს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი და სხვა საკითხებთან ერთად, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო საბანკო სექტორზე.