მსოფლიო
ტრამპი: ამაღამ კუნძულ ხარგს და ირანის ნავთობინფრასტრუქტურას ვიღებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე ირანთან სამხედრო ოპერაციის გაგრძელება გამოაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ამაღამ ძალიან ძლიერად დაარტყამს. ახლო მომავალში ჩვენ ავიღებთ კუნძულ ხარგსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ პუნქტებს და სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე — ისევე, როგორც ეს ვენესუელას შემთხვევაში გავაკეთეთ,” — წერს ტრამპი. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის „სამხედრო-საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვა და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა განადგურებულია”.