← მთავარი
სპორტი

ტროსარი „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ტროსარი „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს | Lelo.Ge

თურქული „ბეშიქთაში“ ამზადებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრობას ბელგიელ ლეანდრო ტროსართან პირადი კონტრაქტის პირობებზე მოსალაპარაკებლად, - დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

თურქული კლუბი უკვე მოელაპარაკა „არსენალს“ 31 წლის გარემარბის ტრანსფერზე. გარიგების თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს. კიდევ ორი მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

პრემიერლიგის გასულ სეზონში ტროსარმა 31 მატჩში „გოლი+პასის“ სისტემით 12 (6+6) ქულა დააგროვა.

← მთავარი