ტრამპი: აშშ-მა „ტრენ დე არაგუას” ლიდერი ნინიო გერერო ლიკვიდირა
აშშ-მა ვენესუელური ბანდა „ტრენ დე არაგუას” ლიდერი ლიკვიდირა — ამის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„ჩემი ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ ლეტალური კინეტიკური დარტყმით წარმატებით განახორციელა ნინიო გერეროს ლიკვიდაცია, რომელიც „ტრენ დე არაგუას” ცნობილი ლიდერია. ეს დაჯგუფება პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა,” — ნათქვამია ტრამპის პოსტში.
ტრამპის თქმით, ოპერაცია ვენესუელასთან თანამშრომლობით განხორციელდა. „ეს ვენესუელაში ჩვენს მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით გაკეთდა, რომლებთანაც ძალიან კარგად ვმუშაობთ,” — აღნიშნა მან.
„ტრენ დე არაგუა” ვენესუელიდან გავრცელებული ტრანსნაციონალური ბანდაა, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ადამიანთა ტრეფიკინგში მონაწილეობს. ტრამპის ადმინისტრაციამ ორგანიზაცია 2025 წელს უცხოურ ტერორისტულ ჯგუფად გამოაცხადა, რაც ამერიკულ სისტემაში ყველაზე მძიმე კლასიფიკაციაა.