სპორტი
[VIDEO] ტრამპს დასცინეს - აშშ-ისთან მატჩის ბოლოს ბელგიელებმა ასეთი რამ გააკეთეს
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში აშშ-ის ნაკრები ბელგიასთან 1:4 განადგურდა და საკუთარ კედლებში მიმდინარე მუნდიალს დაემშვიდობა.
მატჩს წინ ყველასთვის ცნობილი სკანდალური ფაქტი უძღოდა, რომელიც ფლორიან ბალოგუნის გაუქმებულ წითელ ბარათსა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზარს FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ეხებოდა.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ბელგიელებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. მატჩის საბოლოო ანგარიში მსაჯის კომპენსირებულ მე-3 წუთზე რომელუ ლუკაკუმ დააფიქსირა, რის შემდეგაც ბელგიელები ერთად შეიკრიბნენ და ტრამპის ცნობილი ცეკვა სიმღერა YMCA-ზე გააკეთეს. აშშ-ის პრეზიდენტი წლების განმავლობაში მიტინგებსა და გამოსვლებზე ამ ცეკვას რეგურალურად ასრულებდა.
შეხსენებისთვის, ბელგიელთა მეტოქე მეოთხედფინალში ესპანეთი იქნება.