← მთავარი
სპორტი

ტრამპის თხოვნის შემდეგ, ამერიკელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმეს და ის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს - უპრეცედენტო გადაწყვეტილება

6 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ტრამპის თხოვნის შემდეგ, ამერიკელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმეს და ის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს - უპრეცედენტო გადაწყვეტილება

სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა FIFA-ს სთხოვა გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების წევრის ფოლარინ ბალოგუნის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბალოგუნს ყველასთვის მოულოდნელად, მართლაც გაუუქმეს დისკვალიფიკაცია.

ტრამპმა კი FIFA-ს გადაწყვეტილება მოიწონა.

“მადლობა FIFA-ს, რომ სწორად მოიქეცით და დიდი უსამართლობა გამოასწორეთ!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ბალოგუნმა საკამათო წითელი ბარათი მიიღო დარღვევისთვის, რის გამოც ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩის დროს ის მოედნიდან გააძევეს.

აქამდე, თუკი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელი წითელ ბარათს მიიღებდა, იქ აღარ არსებობდა არანაირი “თუ” და არანაირი “მაგრამ”: და ეს საკითხი აღარ ექვემდებარებოდა განხილვას.

ბალოგუნისთვის ნაჩვენები წითელი ბარათის გაუქმების გადაწყვეტილება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მსგავსი რამ სულ ორჯერ ვნახეთ - ერთი ეს უკანასკნელი შემთხვევაა, ხოლო მეორე,1962 წელს მოხდა, როდესაც ბრაზილიელი გარინჩა ნახევარფინალში ჩილეს წინააღმდეგ თამაშისას მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ფინალში ჩეხოსლოვაკიასთან თამაშის საშუალება მისცეს.

← მთავარი