← მთავარი
საზოგადოება

პარლამენტი ტურისტული სააგენტოებისა და გიდების სავალდებულო რეგისტრაციას ამტკიცებს

· წყარო: on.ge
პარლამენტი ტურისტული სააგენტოებისა და გიდების სავალდებულო რეგისტრაციას ამტკიცებს

„ტურიზმის შესახებ” კანონში ცვლილება ტურისტული სექტორის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის შინაარსით, ტურისტული გიდი, ტუროპერატორი და ტურისტული სააგენტო ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას გაივლიან. პროცედურა ერთჯერადია და უფასო. ამით, მომხსენებლის — „ქართული ოცნების” დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის განმარტებით, წესრიგდება რისკის შემცველი მომსახურებების გაწევა, მათ შორის — ტერმინოლოგია.

საკანონმდებლო ცვლილება ასევე განსაზღვრავს, რომ გადახდისუუნარობისგან დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები 2030 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება — 2027 წლის ნაცვლად. უცხოელ მოქალაქეთა მიერ საქართველოში ტურისტული გიდობისა და რისკის შემცველი მომსახურებების გაწევის პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

კანონი ასევე ახლებს საჯარიმო პუნქტებს, რომლებიც კანონის შეუსრულებლობას ეხება.

← მთავარი