“ტორპედომ” ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა11:49/25-06-2026+-26 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი დინო სკორუპი “ტორპედოს” ფეხბურთელია, - იტყობინება კლუბის საიტი:
“დინო ბოლოს ბოსნიის მოქმედი ჩემპიონის, “ბორაცის” ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში იგი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საფეხბურთო კარიერა ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, “ჰაიდუკის” აკადემიაში დაიწყო, რომლის სისტემაში ათ წელზე მეტი გაატარა და პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც სწორედ იქ გადადგა.
სკორუპი ხორვატიის უმაღლესი ლიგის შემდეგ გადაბარგდა ბოსნიაში, სადაც 2023/2024 წლების სეზონი ხორვატი ნახევარმცველისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ბოსნიური “გოსკ გაბელას” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში მან 7 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. წარმატებული სეზონის შემდეგ სკორუპი “ბორაცს” შეუერთდა, ხოლო “ბორაციდან” ის რუმინულმა “სეფსიმ” გამოისყიდა.
ჩემპიონ “ბორაცის” რიგებში მან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მიიღო მონაწილეობა, კონფერენსლიგაზე კი ჯგუფური ეტაპი ითამაშა, რითაც საერთაშორისო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. მას ასევე ხორვატიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2,5+1 სისტემით გაფორმდა”.
სკორუპს 4 მატჩი აქვს ჩატარებული ხორვატიის 19-წლამდე ნაკრებში, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 300 ათასი ევროა.თეგები:ტორპედოდინო სკორუპი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ