← მთავარი
სპორტი

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!

2 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] ქუთაისის

ქუთაისის “ტორპედომ” პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა თბილისის “იბერია 1999” და მეოთხედ დაეუფლა საქართველოს სუპერთასს.

 

მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ქუთაისელები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ ანდრიჩისას და არაბიძის გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

 

პირველ ტაიმში ბედოშვილმა, ხოლო მეორეში დადიანმა სოლიდური ჩამორჩენა გააბათილეს. დარჩენილ დროში შეიძლებოდა ანგარიშის შეცვლა, მაგრამ გუნდებმა ბედი მაინც პენალტების სერიას მიანდეს…

 

აქ ყველა დარტყმა ზუსტი იყო, გარდა ბოლოსწინასი, რომელიც “ტორპედოს” მეკარე გოშაძემ სიხარულაშვილს აუღო, გამარჯვების დარტყმა კი დეისაძემ შეასრულა.

 

პარალელურად, გორში მე-3 ადგილისთვის იბრძოდნენ “დილა” და თბილისის “დინამო”. უგოლო ფრით დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ აქაც პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად დინამოელებმა შეასრულეს და მესამე ადგილს დაეუფლნენ.

 

ამ ოთხეულისთვის ეს იყო ბოლო რეპეტიცია ევროთასების სტარტის წინ. მალე გამოჩნდება ჩვენი კლუბების მზადყოფნა და ისიც, გვაქვს თუ არა უკეთესი ევროსეზონის პერსპექტივა.

თეგები:

ტორპედო

დინამო თბილისი

საქართველოს სუპერთასი

გაზიარება:

(1) /

(0)

← მთავარი