VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 სპაერი. კითხვები ითხოვს პასუხებს...
კონფერენსლიგის დაწყებამდე “ტორპედოს” სუპერთასის 2 მატჩის ჩატარება მოუწევს და არავის აქვს ილუზია, რომ ამ 2 თამაშით გუნდი ოდნავ მაინც მიუახლოვდება სასურველ კონდიციებს.
რატომ არ აქვს გუნდს საბრძოლო სულისკვეთება, რატომ არ არის თამაშის ჟინი, თუ არ ჩავთვილით რამდენიმემატჩიანი “აფეთქებას”? - ეს არის კითხვები, რომელსაც ქუთაისური კლუბი ხელმძღვანელობამ ქომაგებს უნდა უპასუხოს. ქომაგების დამოკიდებულება კი კარგად ჩანს დაცარიელებული ტრიბუნებით.
როგორ და რანაირად მოაწყობს კლუბს, სტრუქტურას, როგორ გუნდს შექმნის, ეს კერძო კლუბის მფლობელთა საქმეა. მაგრამ როცა ეს კლუბი უნდა გავიდეს ევროპაში და დაიცვას ქვეყნის ღირსება, აქ “ტორპედო” ხელს ვერ დაიბანს.
თუმცა ისიც ვთქვათ, ვარსკვლავებს ვერც ის სამი კლუბი წყვეტს, “ტორპედოსთან” ერთად რომ უნდა იასპარეზოს ევროთასებზე. ეს ჩვენი მუდმივი საფიქრალია. რა თქმა უნდა, წარმატებები მათ!
ტორპედო-სპაერი 0:0 ტორპედო: გოშაძე, ჩერიფი (კუპრავა 76), მანე, შიმიჩი, ნადარაია (ფრიდონიშვილი 82), არაბიძე, მამუჩაშვილი, ბუკია, ვარლეი, ანდრიჩი, დეისაძე სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, ცალუღელაშვილი (მატენჯვა 79), ასკურავა, ცირდავა, ფონიავა (ბასილაშვილი 84), გეგიაძე, ცეცხლაძე (გორდეზიანი 90+4) არბიტრი: კობა რევაზაშვილითეგები:ტორპედოეროვნული ლიგასპაერი(0) / (0)