← მთავარი
სპორტი

ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-3 დინამო (ბთ). ახალი იმპულსის აუცილებლობა

18 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-3 დინამო (ბთ). ახალი იმპულსის აუცილებლობა

მიუხედავად იმისა, რომ “ტორპედოს” არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა, ბათუმის “დინამოს” გამარჯვება სრულიად დამსახურებულია. ამ მოგებით ზღვისპირელებმა ქუთაისელებს გადაუსწრეს და პირველად არიან წლეულს მე-3 ადგილზე. თუმცა ჯერ ტური არ დასრულებულა…   გიორგი ჭიაბრიშვილის ხელში “დინამოს” პროგრესი რომ აქვს, ეს არაერთხელ აღვნიშნეთ. “ტორპედოში” კი კრიზისი მძვინვარებს და ამას რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება მოჰყვეს.   შესაძლოა, ერთადერთი დამაბრკოლებელი იყოს მოახლოებული ევროთასები. თუმცა ამის მაგალითი უკვე არის “იბერიისგან” და არ არის გამორიცხული, “ტორპედომაც” მიბაძოს.   ფაქტია, გუნდს რაღაც ახალი იმპულს სჭირდება. ევროტურნირებზე გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან იქ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქვეყანას წარმოადგენ.   მომდევნო ტურში “ტორპედო” “სპაერს” უმასპინძლებს (22 ივნისი), ხოლო ბათუმის “დინამო” სტუმრად შეხვდება თბილისის “დინამოს” (23 ივნისი).     ტორპედო-დინამო (ბთ)                      2:3   0:1 მანდრიჩენკო (22, ჯაფარიძის პასით), 0:2 მანდრიჩენკო (26, მარას პასით), 1:2 ბუკია (42), 1:3 მარა (53, კალანდარიშვილის პასით), 2:3 არაბიძე (60, ვარლეის პასით)   ტორპედო: კლიაიჩი, ვარლეი, შიმიჩი, ბუკია, ნადარაია, არაბიძე, ჩერიფი (წიქორიძე 84), ჩიტაიშვილი (კუპრავა 65), ბლიზნიჩენკო (ფრიდონიშვილი 65), დეისაძე, ანდრიჩი   დინამო: ისმაილოვი, ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე (თედორაძე 69), კობახიძე, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, მარა (ხოზრევანიძე 79), კირკიტაძე, ჯაფარიძე (კოხრეიძე 79), კალანდარიშვილი (ფუტკარაძე 65), მანდრიჩენკო   არბიტრი: გიორგი ავაზაშვილითეგები:ტორპედოეროვნული ლიგადინამო (ბთ)(0) / (0)

← მთავარი