← მთავარი
სპორტი

"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა

6 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ბულგარელი მცველი მატეო სტამატოვი კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს, - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესამსახური:

27 წლის ბულგარელი მარცხენა მცველი მატეო სტამატოვი “ტორპედოში” ითამაშებს. კარიერის განმავლობაში სტამატოვი ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. საფეხბურთო კარიერა “ესპანიოლის” აკადემიაში დაიწყო, სადაც 7 წელზე მეტი გაატარა, მოგვიანებით კი “ლევსკი სოფიას”, “ორენბურგის”, “პარი ნიჟნი ნოვგოროდისა” და “სეპტემბრი სოფიას” ღირსებას იცავდა.

სტამატოვი ბულგარეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო 2022 წელს პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. ბულგარელი მცველი საქართველოშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

transfermarkt-ის მიხედვით სტამატოვის ფასი 400 ათასი ევროა.

← მთავარი