← მთავარი
სპორტი

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

25 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
ესპანური ვერცხლი შენგელიას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა11:55/25-06-2026+-ლიგა ენდესას საჩემპიონო სერია მეოთხე მატჩში დასრულდა. „ვალენსიამ“ სტუმრად თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.

ვალენსიელებმა ფანტასტიკური სეზონი განვლეს და პლეი-ოფშიც უმაღლესი დონის კალათბურთი აჩვენეს. კატალონიელებს სერიის გასახანგრძლივებლად საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა საქმე მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრამდე მიეყვანათ. თუმცა, თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ, სტუმრებმა სრული კონტროლი დაამყარეს თამაშზე და გადამწყვეტ პაექრობაში სოლიდური, 24-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს - 108:84.

ამით ქართველი ფორვარდისთვის სეზონი დასრულდა და ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის სტატუსით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გეზს ლატვიისკენ აიღებს, სადაც ეროვნული გუნდის შეკრებას შეუერთდება.

სეზონის ბოლო მატჩში შენგელიამ მოედანზე თითქმის 30 წუთი დაყო. ამ დროში მან აქტივში 15 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ქართველი ფორვარდი, ჩვეულებისამებრ, მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა იყო: მან თამაშიდან 10-ჯერ შეუტია (4 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო), რასაც 4 ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნაც მოაყოლა.

რაც შეეხება ახალ ჩემპიონებს, „ვალენსიას“ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა დომენიკელმა უკანახაზელმა, ჟან მონტერომ. მან 23 ქულა მოაგროვა და ფინალური სერიის ყველაზე ძვირფასი მოთამაშის (MVP) ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.

GBF.GEთეგები:თორნიკე შენგელია(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი