თორნიკე რიჟვაძის მამა: „ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება — თავად ჩამოვა”
„კარგად არის, ჯანმრთელად არის. ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება… თავად ჩამოვა და კომენტარსაც გააკეთებს” — ასე გამოეხმაურა „აჭარა თაიმსთან” საუბრისას დავით რიჟვაძე, თორნიკე რიჟვაძის მამა.
კითხვაზე, სად მდებარეობს კონკრეტულად, მამამ უარი თქვა ინფორმაციის გამჟღავნებაზე: „რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად სად არის — დაკითხვაზე ვარ? თუ საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, საზოგადოებას შესაბამის პასუხსაც გავცემთ.”
გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა — გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით. სახელმწიფო სახდეპის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — სხვა პირის მიერ თვითმკვლელობამდე მიყვანა — მიმდინარეობს. მკურნალობისთვის ის თურქეთში, შემდეგ კი, ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა.