სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში გამართული ბრძოლის დროს იჯდა, აუქციონზე გაიყიდება
Ultimate Fighting Championship (UFC) აუქციონზე იმ კუთხის სკამს (ტაბურეტს) ყიდის, რომელიც თეთრი სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე ილია თოფურიამ გამოიყენა. ინფორმაციას Yahoo Sports ავრცელებს. ეს სწორედ ის სკამია, რომელზეც UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით (TKO) მარცხის დროს ბრძოლა შეწყვიტა. ილია თოფურიას გარდა ამ სკამზე ისხდნენ UFC-ის მებრძოლები: ალექს პერეირა, შონ ო’მალი, ბო ნიკალი, დიეგო ლოპესი, მაურისიო რუფი და ჯოშ ჰოკიტი, ღონისძიების განმავლობაში სწორედ ამ სკამზე ისხდნენ. სკამის საწყისი ფასი 2 800 დოლარია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 14 ივნისს ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერიას უმასპინძლა. ოქტაგონზე, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში, ამერიკელმა ჯასტინ გეიჯმა ქართველი ილია თოფურია დაამარცხა. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა