"თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს..." - რას წერს "ევროსპორტი"?
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს, - ინფორმაციას „ევროსპორტი“ ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ცნობით, ილია თოფურიამ ვაშინგტონის საავადმყოფო დატოვა.
ჟურნალისტის განცხადებით, თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ძვლების ცდომის გარეშე და ოპერაცია საჭირო არ იქნება. ასევე, გამოცემა წერს, რომ ილია თოფურიას მარჯვენა თვალი მარცხენა თვალზე მეტად აქვს დაზიანებული. შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. მან ბრძოლისას სახის არეში დაზიანებები მიიღო.. იხილეთ ასევე:
“თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემატყობინე” - ვინ რა დაწერა ილიას მარცხის შემდეგ: ცნობილი სპორტსმენების გამოხმაურებები “სასწაული ვერსიები მოვისმინე… არ ვიცი რატომ აძლევთ თავს უფლებას ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ“ - მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას მარცხთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს