← მთავარი
სპორტი

"თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემატყობინე" - ვინ რა დაწერა ილიას მარცხის შემდეგ: ცნობილი სპორტსმენების გამოხმაურებები

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

UFC-ის ორი წონის ქართველი ჩემპიონი, ილი თოფურია, სამწუხაროდ, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში დამარცხდა. ილიას მარცხმა მისი მილიონობით გულშემატკივარი დაამწუხრა, ისინი თავიანთ ფავორიტ სპორტსმენს ამხნევებენ და ზუსტად იციან, რომ თოფურია, ამ მარცხის შემდეგ, კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ილიას მარცხი ძალიან გაუხარდა. მათ შორის არის სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანია, რომელიც უკვე დიდი ხანია თოფურიასთან არის დაპირისპირებული.

ვნახოთ როგორც გამოეხმაურნენ სპორტსმენები გეიჯი-თოფურიას ბრძოლას: არმან ცარუკიანი:

UFC-ის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას წაგებაზე 1 მლნ დოლარის ოდენობის ფსონი განათავსა და 5 მლნ მოიგო.

“ილია, თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემატყობინე”, - დაწერა ცარუკიანმა X-ზე არმანი მხოლოდ ამ პოსტით არ შემოიფარგლა და კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა ქართველ სპორტსმენს - “ილია :”აღარ შემიძლია” თოფურია”. ისლამ მახაჩევი: ისლამ მახაჩევიც ილიას ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და ალბათ არავის უკვირს მისი ირონიული გამოხმაურება: “კარიერის ყველაზე დიდ ბრძოლაში დანებება - ეს ისაა, რისი გაკეთებაც ყველას არ შეუძლია. ნამდვილი ლეგენდა. გილოცავ, ჯასტინ. თუ ვინმე ამ ქამარს იმსახურებს, შენ ხარ”, - წერს მახაჩევი. ხამზატ ჩიმაევი: ხამზატი, რომელიც ზოგადად, ქართველებთან და ქართველ სპორტსმენებთან მეგობრობს, წერს: “ისინი, ვინც სხვების დამარცხებით ხარობენ, ამ სპორტში ვერასდროს ნახავენ სიდიადეს”. კონორ მაკგრეგორი: ბრძოლას ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორიც გამოეხმაურა. “დანებდა, სამწუხაროა ამის დანახვა. ის შექებას იმსახურებს, ამ მარცხის შემდეგ უფრო ძლიერი გახდება”, - წერს კონორი. ტერენს კროუფორდი: “ეს ის ბიჭია, რომელმაც თქვა, რომ ნოკაუტში ჩამაგდებდა?” კროუფორდის ეს პოსტი კონორ მაკგრეგორმა გააზიარა და დაწერა: “რას ამბობ? შეგიძლია ჭიდაობა, მაგრამ გეშინია MMA-ს ბრძოლის. ჩემთვის ეს სავალალოა. MMA-ს ბრძოლისთვის გამბედაობა არ გყოფნის”. პედი პიმბლეტი: პედი პიმბლეტიც ერთ-ერთი მებრძოლია მათ შორის, რომელიც ილიასთან დაპირისპირებულია. ბრიტანელმა მებრძოლმა, რა თქმა უნდა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ერთადერთი, რაც უნდა გაგეკეთებინა, 38 წლის მოჭიდავეს დამარცხება იყო. მის ნაცვლად, სკამზე წამოხვედი, როგორც პატარა ძუკნა, რაც სინამდვილეში ხარ მე ნამდვილი მებრძოლი ვარ და 5 რაუნდი ვიჩხუბე გეიჯისთან”. ცნობისთვის, ილია თოფურიამდე ჯასტინ გეიჯიმ სწორედ პედი პიმბლეტი დაამარცხა. პაულო კოსტა “ილია თოფურიას ჰაიპი დასრულდა” ჰენრი სეჰუდო “რა ბრძოლა იყო გეიჯის მხრიდან. ილია მისთვის უცნობ ადგილას წაიყვანა”.

მარცხის შემდეგ ილიამ თვითონაც გამოაქვეყნა პირველი განცხადება და დაწერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება:

“ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი… და ასეც მოიქეცი.პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენიდანაც. გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მზად მყოფი მივედი. გუშინდელი ღამე შენი იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით საშიში დავბრუნდები. და დამიჯერე… ეს ამბავი ჩვენს შორის ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. ჩვენ გვექნება რემატჩი”, - წერს ილია თოფურია. იხილეთ ასევე:

ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის დედა, რომელსაც სპორტსმენი მედიისგან მალავდა და რა ფოტო გამოაქვეყნა პილარმა ილიას დედასთან ერთად, ბრძოლის წინა დღეს? ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და ჯასტინ გეიჯიმ თეთრ სახლში გამართული მთავარი ჩხუბის შემდეგ და ვის ერგო უფრო მეტი? “ბრძოლა ილიას ძმამ შეაჩერა…“მატადორი” ყოფილ ცოლთან დაპირისპირებამ გატეხა?” - რას წერს ესპანური მედია თოფურიას გეიჯისთან მარცხზე?

← მთავარი