ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ილია თოფურია “ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი… და ასეც მოიქეცი.
პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენიდანაც. გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მზად მყოფი მივედი. გუშინდელი ღამე შენი იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით საშიში დავბრუნდები. და დამიჯერე… ეს ამბავი ჩვენს შორის ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. ჩვენ გვექნება რემატჩი”, - წერს ილია თოფურია. ცნობისთვის, ილია თოფურია, თეთრ სახლში, UFC-ის ღონისძიებაზე, მთავარ ბრძოლაში, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. ეს ილიასთვის კარიერის პირველი მარცხია.
ნახეთ ასევე: ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის დედა, რომელსაც სპორტსმენი მედიისგან მალავდა და რა ფოტო გამოაქვეყნა პილარმა ილიას დედასთან ერთად, ბრძოლის წინა დღეს?