← მთავარი
სპორტი

თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა

15 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა

თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრაErnests Gulbis04:23/15-06-2026+-UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.    შეხვედრის შემდეგ ჩვენებური ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავისა და სახის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ. UFC-ისთვის იშვიათი შემთხვევა არ არის, რომ მებრძოლები სიფრთხილის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანონ. განსაკუთრებით, თუ სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლებში არიან ჩართულნი.   ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბრძოლის დასრულებისთანავე ქართველი საავადმყოფოში წაიყვანეს.    უაითმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ილიას თვალბუდის ძვალი აქვს ჩატეხილი და საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ სახლში უნდა წავიდეს და დაისვენოს, მას კი მხოლოდ ჯანმრთელობას უსურვებს.    უათს ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზეც დაეკითხნენ, UFC-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამაზე ჯერჯერობით არც კი ფიქრობს.    შეგახსენებთ, UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. “მატადორის” ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა.   37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული.თეგები:ჯასტინ გეიჯიილია თოფურია(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი