← მთავარი
საზოგადოება

ნაზი ამბორი ხელზე და ვიქტორიას მრავლისმეტყველი მზერა - მედია ტომ კრუზისა და ვიქტორია ბექჰემის უხერხულ კადრებს განიხილავს

17 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ნაზი ამბორი ხელზე და ვიქტორიას მრავლისმეტყველი მზერა - მედია ტომ კრუზისა და ვიქტორია ბექჰემის უხერხულ კადრებს განიხილავს

დიდების ხეივანში ლეგენდარული ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა. თუმცა ამჯერად მედიის ყურადღება არა საღამოს მთავარმა ფიგურამ, არამედ ტომ კრუზისა და ვიქტორია ბექჰემის ინტიმურმა მომენტმა მიიპყრო.

52 წლის ყოფილი Spice Girl-ის წევრი დევიდის სიტყვით გამოსვლისას 63 წლის “შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავის გვერდით იჯდა, რა დროსაც ტომი მას მხარზე შეეხო, შემდეგ კი ხელი მოკიდა და ნაზად ეამბორა.

საპასუხოდ, ვიქტორია ბექჰემმა მას მრავლისმეტყველად შეხედა და თვალებით კონტაქტი შედგა.

ვარსკვლავების მეგობრობა 2007 წელს დაიწყო, როდესაც ბექჰემები ლოს-ანჯელესში გადავიდნენ საცხოვრებლად. “დიდი ხნით ადრე, თასებამდე, ბილეთების გაყიდვამდე, გლობალურ პოპულარობასა და აღიარებამდე, არსებობდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა ოცნება, მონდომება და დისციპლინა, რამაც მას დაეხმარა ყველაფრის მიღწევაში, რაც მოჰყვა“, - განაცხადა ტომ კრუზმა სიტყვით გამოსვლისას.

რაც შეეხება ვიქტორიას, სიტყვით გამოსვლისას მან მსუბუქად იხუმრა მის კარიერასა და ჯგუფის შესახებ.

შეკრებილთა შორის ასევე იყვნენ წყვილის მეგობარი ევა ლონგორია და მათი შვილები რომეო, კრუზი და ჰარპერი. წყარო იხილეთ ასევე:

შერიგების წარუმატებელი მცდელობა ბექჰემების ოჯახში - “ბრუკლინთან მისი და მივიდა, თუმცა რამდენიმე წამში უკან წამოვიდა”

← მთავარი