← მთავარი
სპორტი

დავბრუნდები უფრო ძლიერი. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში - თოფურია გეიჯის

15 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
დავბრუნდები უფრო ძლიერი. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში - თოფურია გეიჯის

ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი… და ასეც მოხდა. პირველივე რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს - მარცხენაშიც. არანაირი გამართლება. ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ბრძოლისთვის მაქსიმალურად მზად, კონდიციაში და ფოკუსირებული მოვედი. უბრალოდ, გუშინ შენი ღამე იყო. ასეთია ეს სპორტი - დიდება და ტკივილი ყოველთვის ერთმანეთის გვერდითაა. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო. და დამიჯერე… ჩვენი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში.

← მთავარი