ყველაფერი, რაც ტკივილგამაყუჩებლების შესახებ უნდა იცოდეთ და პრეპარატი, რომელსაც "ჭკვიან კაფსულას" უწოდებენ
თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია ტკივილი. თუმცა ის ყოველთვის მხოლოდ დისკომფორტი არ არის. ხშირად სწორედ ტკივილი გვაფრთხილებს, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება. ტკივილის მართვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი სწრაფად მოხსნა, არამედ ისეთი პრეპარატის შერჩევა, რომელიც ეფექტურობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა.
რატომ არის ტკივილი ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვანი სიგნალი და რა უნდა ვიცოდეთ ტკივილგამაყუჩებლების შესახებ - ამ თემებზე პროფესორი ლალი კილასონია გვესაუბრება.
ქალბატონო ლალი, ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იტანჯება ტკივილის შეგრძნებით. რა არის ტკივილი და რატომ წარმოიშობა ის?
ტკივილი არის პირველი სიმპტომი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს. ტკივილი ასევე არის პირველი შეგრძნება, რომელიც გვაიძულებს დავუკვირდეთ საკუთარ სხეულს. მსოფლიოში დღემდე არ წყდება დავა იმის შესახებ ტკივილი კარგია თუ ცუდი? ფაქტი ერთია: რომ არა ტკივილი, შეუძლებელი იქნებოდა უამრავი დაავადების დროული, სწორი დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობის დანიშვნა და დაავადების მიმდინარეობის დროული პროგნოზირება.
რა მახასიათებლები გააჩნია ტკივილს?
იგი შეიძლება იყოს ლოკალური და გავრცელებული, მწვავე და ქრონიკული, გადაცემითი, ანუ ირადირებული. თუმცა გამომწვევ მიზეზებს შორის ორია ძირითადი: ანთება და მექანიკური ფაქტორი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიხშირით ტკივილი ვითარდება რევმატიული დაავადების დროს. ტკივილით იწყება და მიმდინარეობს ხერხემლის და პერიფერიული სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებები როგორიცაა: ოსტოოართრიტი, ოსტეოპოროზი, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, სახსრების ინფექციური და მეტაბოლური დაავადებები. ტკივილთან ასოცირდება მოძრაობის შეზღუდვა, გადაადგილების პრობლემა, მაღალი ხარისხის ინვალიდიზაცია. ამიტომ ტკივილის მართვა ცენტრალური პრობლემაა როგორც ზოგადად მედიცინაში ისე რევმატოლოგიაში.
როგორ ვმართოთ ტკივილი?
მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ხდება ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების კვლევა, სინთეზი, კლინიკური გამოცდა და პრაქტიკაში დანერგვა. აშშ-სა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე გაყიდვად მედიკამენტთა ტოპ-ათეულში პირველი ადგილი სწორედ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს უკავიათ.
როგორი ტიპის ტკივილსაწინააღმდეგო პრეპარატები არსებობს?
ტკივილსაწინააღმდეგო პრეპარატების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. მათ გამოყენებას საფუძვლად უდევს როგორც ანთებისსაწიააღმდეგო, ასევე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. პრეპარატები გამოიყენება ტაბლეტების, კაფსულების, ინექციების და ადგილობრივად მოქმედი მალამოების სახით. ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც პირად აფთიაქში, რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი არ აქვს. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ საოჯახო აფთიაქში სხვა ისეთი, „ჭკვიანი“ წამალი გქონდეთ, როგორიცაა „კეტონალი დუო“.
რა უპირატესობები გააჩნია როგორც თქვენ უწოდეთ „ჭკვიან“ მედიკამენტს ანუ „კეტონალ დუოს“?
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომლებიც პირველი რიგის პრეპარატებად გამოიყენება ზოგადად ტკივილის სინდრომის, კერძოდ კი რევმატოლოგიური დაავადებების დროს, ერთმანეთისგან განსხვავდებიან სახსარში შემავალ ხრტილზე თავისი პოზიტიური და ნეგატიური ზემოქმედებით. დადგენილია, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი შემთხვევათა დიდ ნაწილში იწვევს ხრტილის დეგენერაციას. მათგან განსხვავებით, დადგენილია კეტოპროფენის (კეტონალ დუოში შემავალი აქტიური ნივთიერება) ქონდროპროტექტორული ზეგავლენა ხრტილზე და პოზიტიური ზემოქმედება ხრტილის მეტაბოლიზმზე. ასე რომ, პრეპარატების შერჩევის დროს ეს ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
რატომ „ჭკვიანი“ მედიკამენტი? „კეტონალი დუო“ განსაკუთრებული ტექნოლოგიით შექმნილი ევროპული წარმოების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. მიღების დროს, კაფსულა ახდენს აქტიური ნივთიერების - კეტოფროფენის სწრაფ და ამავდროულად ხანგრძლივ გამოთავისუფლებას. აქვს ე.წ „ორმაგი“ ეფექტი, რითაც უზრუნველყოს ტკივილის სწრაფ მოხსნას და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებას. გარდა ამისა, მისი გამაღიზიანებელი ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მინიმალურია და რაციონალური გამოყენების შემთხვევაში აქვს მაღალი უსაფრთხოების პროფილი. ექიმისათვის ადვილია „კეტონალი დუოს“ რეკომენდაცია პაციენტებისათვის, ვინაიდან მას ზურგს უმაგრებს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სხვა პრეპარატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად გამოხატული ანალგეზიური - ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, შვეიცარიული კომპანიის სიზუსტე და მაღალი ხარისხი აქვს.