სპორტი
2 თვის ტრავმის შემდეგ ტიმბერი "ბარიკადებზე" — ხვიჩას წინააღმდეგ ჩათამაშება ელის
30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება: „არსენალი” პსჟ-ს დაუპირისპირდება.
„არსენალის” ინსაიდერ HandofArsenal-ის ცნობით, ნიდერლანდელმა მცველმა იურიენ ტიმბერმა გუშინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და 28 მაისს გუნდთან ერთად ბუდაპეშტში გაფრინდება.
ტიმბერი ბოლოს 26 მარტს, „ევერტონის” წინააღმდეგ ითამაშა — ამის შემდეგ ტრავმამ პრემიერლიგის ბოლო ორი ტური გამოატოვებინა. ამ პოზიციაზე „მეთოფეებმა” ცენტრალური მცველი კრისტიან მოსკერა და ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი გამოსცადეს.
ფინალის სამატჩო განაცხადში ტიმბერის ყოფნა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, თუმცა ფაქტია, რომ „არსენალს” ამ პოზიციაზე სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. თუ ის ჩათამაშდება, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას შეეჯახება.