← მთავარი
სპორტი

"მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც ამას დიდი ქვეყნები აკეთებენ" - თერიმი მუნდიალზე თურქეთის ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

თურქეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი მუნდიალზე თურქეთის ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, მეორე ტურში პარაგვაისთან 0:1 მარცხის შემდეგ, მონტელას გაწვრთნილმა გუნდმა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

თერიმის თქმით, ქომაგებმა კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავონ და ნაკრებს მხარი მაქსიმალურად დაუჭირონ.

“მოდით, სწორად მოვიქცეთ და დიდი საფეხბურთო ქვეყნების მაგალითს მივყვეთ. ისინიც მარცხდებიან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწრაფად ახერხებენ მდგომარეობიდან გამოსვლას. ეს მატჩი აუცილებლად გახდება განხილვისა და კრიტიკის საგანი, თუმცა ჩემი თხოვნაა, კრიტიკა არ გადავიდეს აგრესიასა და დესტრუქციაში. სწორედ ამ ფეხბურთელებმა მოგვიყვანეს აქ და ხვალაც მათგან დიდ წარმატებებს ველოდებით.

ამას გეუბნებით, როგორც ადამიანი, რომელსაც საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილისთვისაც კი უსურვებდნენ ცუდს. გთხოვთ, ნუ გავიმეორებთ ამას. თუ შეცდომებზე მშვიდად, სიყვარულითა და კონსტრუქციულად ვისაუბრებთ, ბევრად სწრაფად განვვითარდებით.

ჩვენ ამ გუნდთან ერთად მოვხვდით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე და მომავალშიც მათ გვერდით უნდა დავრჩეთ. შეინარჩუნეთ სიყვარული და მხარდაჭერა”, - განაცხადა ტერიმმა.თეგები:თურქეთის ნაკრებიფათიჰ თერიმი(2) / (0)

← მთავარი