← მთავარი
სპორტი

ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ტერ შტეგენი კარიერას

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით “აიაქსს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება.

გასული სეზონის მეორე ნახევარში ტერ შტეგენი იჯარის წესით “ჟირონაში” ასპარეზობდა, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.

← მთავარი