← მთავარი
საზოგადოება

"თემურმა თბილად გაუღიმა, - მე დაგპატიჟებთ, ქალბატონო..." - რას იხსენებს ლევან ლაბარტყავა თემურ უგულავაზე?

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ცნობილი ბიზნესმენის თემურ უგულავას გარდაცვალებას უძრავი ქონების ექსპერტი ლევან ლაბარტყავა სოციალურ ქსელში ეხმაურება. მახსოვს სტამბის ეზოში ჩვეული ჯინსით, “ნიუ ბალანსებითა“ და ერთი ბოთლი კოკა-კოლით იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. კაცი, რომელმაც ეს მთელი იმპერია შექმნა, საკუთარ სივრცეში ყველაზე შეუმჩნევლად გამოიყურებოდა. ამ დროს მენიუს ფასებით აღშფოთებული ქალი აყვირდა. თანაგრძნობის საძიებლად გარშემო თვალი მოავლო და სწორედ მას მიადგა: “ეს ყაჩაღები რას გვიშვრებიან, ფენოვანი ხაჭაპური 15 ლარიო!“ თემურმა თბილად გაუღიმა: “მე დაგპატიჟებთ, ქალბატონო…“ქალმა მის უბრალო სამოსს შეხედა, სახეზე გულწრფელი სიბრალული დაეტყო, ხელი ჩაიქნია და უთხრა: “შენ თვითონ რა გაქვს, შე საწყალო, მე რომ დამპატიჟოო…“ - და გაეცალა იქაურობას. სწორედ ეს იყო თემური. კაცი, რომელმაც ამ ქალაქის კულტურული ტექსტურა შეცვალა, სახელგანთქმულ იმპერიას ფლობდა, მაგრამ თავად მხოლოდ ეს აბსოლუტური უბრალოება ჰყოფნიდა. საკუთარი თავის ხაზგასმის გარეშე. დღეს ეს დიდი, ჩუმი შემოქმედი წავიდა. ისევე უხმოდ, როგორც იმ ეზოში იჯდა ხოლმე”. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა 22 ივნისს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ეკონომიკისა და კულტურისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების სტილი და სტანდარტები მისმა შექმნილმა პროექტებმა სამუდამოდ შეცვალა. იხილეთ ასევე:

ცნობილია როდის და სად გაიმართება ბიზნესმენ თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი “რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო” - მოგონებები თემურ უგულავაზე

← მთავარი