ცნობილია როდის და სად გაიმართება ბიზნესმენ თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი
ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმენ თემურ უგულავას გამოსამშვიდობებელი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 27 ივნისს ქაშვეთის ტაძარში, დაკრძალვა კი 28 ივნისს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა 22 ივნისს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ეკონომიკისა და კულტურისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების სტილი და სტანდარტები მისმა შექმნილმა პროექტებმა სამუდამოდ შეცვალა. იხილეთ ასევე:
“თემურ უგულავამ დასკვნით მონოლოგად მავანს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი არა სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხია…” - გია ხუხაშვილი “რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო” - მოგონებები თემურ უგულავაზე