თემურ უგულავა დაკრძალეს - ბიზნესმენი ბოლო გზაზე ტაშით გააცილეს (ფოტო/ვიდეო)
28 ივნისს თბილისში დაკრძალეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავა. ის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა ქაშვეთის ეკლესიიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. “რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უგულავა საზოგადოებასთან ერთად ცნობადმა სახეებმაც გააცილეს. პანაშვიდზე იმყოფებოდა ბერა ივანიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ია ფარულავა, კოტე ყუბანეიშვილი და სხვები.
ბიზნესმენის სამოქალაქო პანაშვილი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. საიდანაც ის გამოასვენეს.
ახლობლებმა და მეგობრებმა თემურ უგულავა ბოლო გზაზე ტაშით გააცილეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა 22 ივნისს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.