ბიზნესმენ თემურ უგულავას ცხედარი საქართველოში ამერიკიდან გვიან ღამით ჩამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი აშშ-ში გარდაიცვალა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება ბიზნესმენის დაკრძალვის დეტალებიც - გამოსამშვიდობებელი სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშვეთის ტაძარში გაიმართება, ხოლო დაკრძალვა 28 ივნისს იგეგმება.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი 56 წლის ასაკში 22 ივნისს გარდაიცვალა. მისი წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ეკონომიკისა და კულტურისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების სტილი და სტანდარტები მის მიერ შექმნილმა მასშტაბურმა პროექტებმა სამუდამოდ შეცვალა. წაიკითხეთ ასევე:
“ტელევიზიით გამოვედი და ყველა ფულიანს ვაგინე. ორ დღეში მე და ნანა ქუჩაში მოვდიოდით და მანქანიდან დამიძახა…” - რას წერს კოტე ყუბანეიშვილი თემურ უგულავაზე “თემურმა თბილად გაუღიმა, - მე დაგპატიჟებთ, ქალბატონოო… ქალმა მის უბრალო სამოსს შეხედა, ხელი ჩაიქნია: “შენ თვითონ რა გაქვს, შე საწყალო, მე რომ დამპატიჟოო…“ - რას იხსენებს ლევან ლაბარტყავა თემურ უგულავაზე?