← მთავარი
საზოგადოება

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge · ambebi.ge · newposts.ge · radiotavisupleba.ge · tabula.ge
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. bm.ge-ს ცნობით, ბიზნესმენი ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მის მიერ დაფუძნებული “აჭარა ჯგუფის” შემადგენლობაშია ქართული ბრენდები: ROOMS, Stamba, Fabrika, Lolita Holiday Inn Tbilisi, Shukura, Radio City და ა.შ. პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება თემურ უგულავას გარდაცვალებას. მისი თქმით, თემურ უგულავა “საზოგადოების ყველაზე დაჩაგრული ჯგუფებისთვის, ყველაზე უსაფრთხო და თანასწორ სივრცეებს, სრულიად უხმაუროდ ქმნიდა. “ჩაგრულების გვერდზე დგომისთვის სამოთხეში მოხვდები!”, — წერს ჩერგოლეიშვილი. Gulf Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი ნინჩო ჯიბლაძე წერს, რომ “მისი სახელი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ნოვატორის, უახლესი სტილის და ტრენდის დამაარსებლის, ქვეყნის დიდი პატრიოტის და რაც მთავარია სიკეთის გამავრცელებლის”. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, “რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან, რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა. კაცი, რომელმაც “შარდენის” თბილისი, სტამბის თბილისად აქცია. კაცი, რომელმაც სტილი და ჩვევები შეუცვალა ქალაქს. შექმნა ახალი სივრცეები, “რუმსი”, “სტამბა”, “ფაბრიკა”, ყაზბეგის “რუმსი”, ბაკურიანის. იმ დროს, როცა მიმტანობა სამარცხვინო პროფესიას ითვლებოდა, შექმნა ისეთი გარემო სადაც მოხვედრას ბევრი მცდელობა სჭირდებოდა. ასე შეუცვალა ქალაქს, ახალგაზრდებს სტერეოტიპული, დამახინჯებული მიდგომები”, — წერს ჟორჟოლიანი.

← მთავარი