← მთავარი
საზოგადოება

აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა

“აჭარა ჯგუფი” ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ “აჭარა ჯგუფის” მთელი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მისი მემკვიდრეობა, გააგრძელონ მისი დაწყებული საქმე და აშენონ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა”. “ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ აჭარა ჯგუფის დამფუძნებელი, თემურ უგულავა, 56 წლის ასაკში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა.მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა.ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, “აჭარა ჯგუფის” მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა.მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად”, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ბიზნესმენი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მის მიერ დაფუძნებული “აჭარა ჯგუფის” შემადგენლობაშია ქართული ბრენდები: ROOMS, Stamba, Fabrika, Lolita Holiday Inn Tbilisi, Shukura, Radio City და ა.შ. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

← მთავარი