საზოგადოება
29 მაისს ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა — სინოპტიკოსის პროგნოზი
საქართველოში არამდგრადი ამინდი გრძელდება. სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი უახლოეს დღეებს ასე ხსნის:
28 მაისი — შედარებით კარგი დღე: ქვეყნის მასშტაბით ნათელია, შეიძლება 30 გრადუსს გადააჭარბოს.
29 მაისი — ძლიერი წვიმა და ძლიერი დასავლეთის ქარი მთელ საქართველოში. ტემპერატურა 15-16 გრადუსამდე დაეცემა — „ეს საკმაოდ დიდი კლება იქნება 30 გრადუსთან მიმართებაში”, — ამბობს სინოპტიკოსი.
30-31 მაისი და 1 ივნისი — ნაწილობრივ წვიმა, არამდგრადი ამინდი.
თბილისში 29 მაისს წვიმა მოსალოდნელია, ქარი კი წინა დღეებთან შედარებით გაძლიერდება.
26 მაისს (ხვალ) დასავლეთ საქართველოში წვიმა, აღმოსავლეთში — ქარის გაძლიერება მოსალოდნელია.