"თავიდან ვიფიქრე, მეც არ ჩამჭიდოს ხელი, ორივე არ დავიხრჩოთ-მეთქი, მისმენდა რასაც ვეუბნებოდი" - რას ჰყვება თემო კუბლაშვილი, რომელმაც ლისზე ახალგაზრდა გადაარჩინა
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ლისის ტბაზე მომხდარი ამბის შესახებ დაწერა. გაირკვა, რომ ლისის ტბაზე ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ბიჭმა ტბაში დახრჩობას ახალგაზრდა გადაარჩინა. ბიჭი, რომელზეც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი 23 წლის თემო კუბლაშვილია. დღეს თემოს ფოტოებით და ამ ინფორმაციით სოციალური ქსელი აჭრელებულია. ბევრი ადამიანი წერს, რომ მშრომელი და უკეთილშობილესი მშობლების აღზრდილი შვილი სხვანაირი ვერ იქნებაო და ესიყვარულება მას. როგორც გავარკვიეთ, თემო თბილისში ქირით ცხოვრობს, ის ტყიბულიდან სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და ამჟამად ლისზე, კაფეში მუშაობს. როცა მას დავუკავშირდი და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, ძალიან დაიმორცხვა, გაუჭირდა საკუთარ გმირობაზე და თავის თავზე საუბარი. მითხრა, არც ვიცი, ეს ამბავი ვინ გაახმაურა და მერიდება ჩემს თავზე საუბარიო.
- თემო, სოციალური ქსელში ყველა თქვენს გმირობაზე საუბრობს და უამრავი ადამიანი გლოცავთ… გვიამბეთ, რა მოხდა იმ დღეს ლისზე?
- არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვეულებრივი დღე იყო. უკვე საღამო იყო. ვამთავრებდით მუშაობას. ბევრი ხალხი იყო… ბავშვს ბურთი გადაუვარდა წყალში და ერთი ადამიანი შევიდა ლისის ტბაში, რომ ბურთი გამოეტანა. ვიცნობ ამ ბიჭს, ჩვენთან მუშაობა ახალი დაწყებული აქვს… სიბნელე იყო და როგორც ჩანს, სიბნელეში გაუჭირდა გზის გამოკვლევა, ან დაიბნა, სტრესი მიიღო და შეეშინდა. ბალახებიც იყო წყალში. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, რადგან მასთან ამ დეტალებზე ჯერ არ მისაუბრია, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყო და ახალი გამოჯანმრთელებულია. გავიგე, რომ დაიყვირა, მიშველეთო. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მეორედაც რომ გავიგონე იგივე სიტყვები - მიშველეთო, მაშინვე შევედი წყალში და შევეცადე დავხმარებოდი… მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- ამ დროს თქვენც ნაპირზე იდექით?
- მეც იქ ვიყავი, თითქმის დამთავრებული მქონდა უკვე მუშაობა… ზუსტი დრო არ ვიცი, თერთმეტი საათი იქნებოდა ან თორმეტის წუთები. სიბნელე იყო, წყალში საერთოდ არაფერი ჩანდა. როგორც გითხარით, ყვირილის ხმაზე მივხვდი, რომ უჭირდა, ცუდად იყო საქმე, წყალში შევედი და იმდენად ემოციურად ვიყავი მეც, რომ სიმართლე გითხრათ ახლა დეტალები არც მახსოვს..განაგრძეთ კითხვა