← მთავარი
საზოგადოება

თელავში მართვის პრაქტიკული გამოცდისას 43 წლის კაცი გარდაიცვალა

24 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
თელავში მართვის პრაქტიკული გამოცდისას 43 წლის კაცი გარდაიცვალა

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - არსებული ინფორმაციით, მას საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ის კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს.„უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა ყველაფერი სცადეს, თუმცა გულის ამუშავება ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდ, სტრესის ფონზე ინფარქტი განუვითარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

← მთავარი