სერბეთის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის სუპერლიგის კლუბმა კრუშევაცის „ნაპრედაკმა“ (ŽORK Napredak), რომელიც დაარსებიდან 74 წელს ითვლის, 2025-2026 წლების სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა (10 მოგება, 1 ფრე და 11 წაგება).
კლუბი 1971 წლიდან იუგოსლავიის ჩემპიონატში ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის პირველობის ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან იგი ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბადაც იქცა. 1989 წელს იუგოსლავიის თასი მოიპოვა, ათი წლის შემდეგ ევროპის ხელბურთის ფედერაციის მნიშვნელოვანი ტურნირი - „ჩელენჯ ქაფი“ (დღევანდელი ევროპის თასი) მოიგო.
„ნაპრედაკის“ ხელმძღვანელობა შარშანდელი სეზონის შედეგით უკმაყოფილოა, ამიტომ შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა. ამ მიზნით საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „აკადემიის” წევრი, 19 წლის ნიჭიერი მოთამაშე თეკლა ძამუნაშვილი დაიმატა. სერბეთის ჩემპიონატს იგი 12 სექტემბერს „პარტიზანთან“ მატჩით გახსნის.