← მთავარი
პოლიტიკა

თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი!... ამ რეჟიმის გარდაუვალ კრახზე მიუთითებს - ოთარ ზურაბიშვილი

20 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი!... ამ რეჟიმის გარდაუვალ კრახზე მიუთითებს - ოთარ ზურაბიშვილი

„თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი!… ამ რეჟიმის გარდაუვალ კრახზე მიუთითებს“ - ოთარ ზურაბიშვილი

პოლიტიკა • 4:23

თეა წულუკიანის ფეისბუკპოსტს პასუხობს ოთარ ზურაბიშვილი. როგორც სალომე ზურაბიშვილის ძმა წერს, ​„ეს პროცესი… ამ რეჟიმის გარდაუვალ კრახზე მიუთითებს…“

„თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი ! Publication calomnieuse de Tea Tsulukiani ! თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი ჩემგან სიღრმისეულ პასუხს არ იმსახურებს. ამ განცხადებით იგი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური შფოთვის პერსონალურ ჭრილში გადატანას ცდილობს. ​აღსანიშნავია, რომ ჩემს ოჯახზე ის ზუსტად იმავე ტერმინოლოგიით საუბრობს, რომლითაც პუტინის პროპაგანდა — უკრაინელებზე, ხოლო ივანიშვილის რეჟიმი — ოპოზიციაზე:

ჩვენ ფაშისტები ვართ, ისინი კი — თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდები.

ფასეულობათა ამგვარი დამახინჯება და რეალობის თავდაყირა დაყენება ჩვენთვის უკვე კარგად არის ნაცნობი. ​ეს პროცესი, მათი იდეოლოგიური შთამაგონებლების ბედის მსგავსად, მხოლოდ და მხოლოდ ამ რეჟიმის გარდაუვალ კრახზე მიუთითებს. La publication calomnieuse de Tea Tsulukiani ne mérite pas de réponse approfondie de ma part. Tea Tsulukiani n’y fait que déplacer sur le plan personnel son malaise politique.

Je note qu’elle parle de ma famille dans les mêmes termes que la propagande poutinienne parle des Ukrainiens ou le régime d’Ivanishvili de l’opposition.

Nous sommes les fascistes, ils sont de valeureux combattants de la liberté.

Cette inversion des valeurs nous est désormais familière. Elle ne fait qu’annoncer, en miroir de celle de leurs inspirateurs, la chute de leur régime.”

ცნობისათვის, ივანიშვილი გუნდის წევრმა, თეა წულუკიანმა სალომე ზურაბვიშვილის წინაპრის (ბაბუის ძმას გიორგი ზურაბიშვილს) შესახებ პოსტი დაწერა, სადაც ის სალომე ზურაბიშვილის წინაპრების ფაშისტუ7რ წარსულზე მიუთითებს და წინაპრებიდან მხო9ლოდ გიოორგი ზურაბიშვილს უსვამს ხაზსს. აქვე შეგახსენებთ, რომ სალომე ზიურაბიშვილის წინაპრები - ბაბუა, ივანე ზურაბშვილი, მამა ლევან ზურაბიშვილი, დიდი ბაბუა, ნიკო ნიკოლაძე იყვნენ ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური მემკვიდრეობის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნების სათავეებთან მდგომი ცნობილი ქართველი მოღვაწეები, რომლებიც მთელი მათი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ცხოვრება იძულებით ემიგრაციაში დაასრულეს. რაც შეეხება ნიკო ნიკოლაძეს, ის იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის სიით გასული დეპუტატი პირველი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი. ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული ფოთის პორტის მშენებლობა და ამასთანავე, საქართველოში თითქმის ყველა, დღემდე არსებული, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები. რაც შეეხება მიხეილ კედიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილი ბიძა იყო დედის მხრიდან, ისოტრიაში შესულია როგორც „ქართველი შინდლერი“, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული უამრავი ქართველი ებრაელის გადარჩენა ფაშისტური რეჟიმის პირობებში.

იხილეთ თეა წულუკიანის პოსტი:

„ცნობილი და საინტერესო ფრანგი მწერალია ემანუელ კარერი.

მისი ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი და პრეზიდენტყოფილი სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი, ძმები იყვნენ. 2007 წელს, ემანუელ კარერმა გამოსცა წიგნი “რუსული რომანი” (გამომცემლობა პ.ო.ლ.), რომელშიც ოჯახის საიდუმლოს ფარდა ახადა: მისი ზემოხსენებული ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი, გერმანელ ოკუპანტთან თანამშრომლობდა და საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ დახვრიტეს. თმა ვერ გადახოტრეს, როგორც ეს მოღალატე ფრანგ ქალებს გაუკეთეს. ალბათ, არ ჰქონდა. ეს ხდებოდა “მაშვინ”, როცა ჩვენი ბაბუები ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თავად კარერის დედა ანუ “ვენეცუელა სალომეს” ღვიძლი კუზინა დიდი ფრანგი მეცნიერი და აკადემიკოსი იყო საფრანგეთში, რუსულისა და რუსეთის მკვლევარი, რომელიც ქმრის გვარს ამჯობინებდა საკუთარი მამის გვარს. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია უხერხულობასთან დაკავშირებით. ცხოვრებაც რუსეთს მიუძღვნა…

ეს ისე, როცა ზოგიერთი სალომე და მისი ძამიკო ოთარა, ქართული ისევ რომ არ იცის ამ სიბერეში, პატრიოტიზმზე და ფასეულობების ერთგულებაზე დაგველაპარაკებიან.

მოღალატე მოღალატეა და ვერ გამოსწორდება. ჩვენ მიერ დიდსულოვნად მიცემული შანსი, როგორც წყალობა, ფაქტია, რომ გალაყდა.

იდექით მტკიცედ ყველა, ვისაც გწამთ, რომ საქართველომ ასკინკილით არ უნდა იაროს! პს. კი, პრობლემები არის საქარველოში, ისევე როგორც სხვა, ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მათი გადაჭრის გზებს გესტაპოს ყოფილი თანამშრომლები ვერ გვასწავლიან. ჩვენვე უნდა მივხედოთ იმას, რაც მისახედია.

ეს ჩემი პირადი გვერდია და ნეოფაშისტების აზრის გამოსათქმელი ადგილი აქ ვერ იქნება. ფოტოზე: ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის ფრანგების მიერ დახვრეტილი გიორგი ზურაბიშვილის შთამომავალი ოთარ ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე ქართველებს მაღალ მატერიებზე ჭკუას გვარიგებს. ახია!“

← მთავარი