საზოგადოება
თბილისში 15 წლის მოზარდს ეძებენ — ბოლოს საირმის ქუჩაზე დაფიქსირდა
თბილისში 15 წლის მოზარდი დაიკარგა. ბოლოს სათვალთვალო კამერამ ის 26 მაისს, 21:59-ზე, საირმის ქუჩაზე — ხელოვნების სკოლასთან — დააფიქსირა. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა, ტელეფონი კი გამორთულია.
ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს გზავნილს: „თუ ვინმეს გინახავთ, შეგიმჩნევიათ ან გაქვთ კამერის ჩანაწერი ან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება — გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.”
საკონტაქტო ნომრები:
- 593 225 123
- 593 74 04 84
„ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ,” — წერს ოჯახი.