საზოგადოება
თბილისის ზღვის სანაპიროზე გასართობი პარკის მოწყობისთვის 822 033-ლარიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
თბილისის მერიამ 14 მაისს ხელახლა გამოაცხადა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლზე გასართობი პარკის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 822 033 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება.
ამ მიზნით წინა ტენდერი 2026 წლის მარტში გამოცხადდა — 865 000 ლარის ოდენობით — მაგრამ არ შედგა. ახალი ტენდერის ფასი 43 ათასი ლარით შემცირებულია.
ტენდერის ტექნიკური დავალება ითვალისწინებს ტერიტორიაზე „თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრადი, საზოგადოებისთვის ღია და დახურული მრავალფუნქციური სივრცის” შექმნას.